დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები/ბლოგი

აღმოაჩინე ეკლესია-მონასტრები თბილისსა და მის მახლობლად

  1108

თბილისსა და მის მახლობლად არის უამრავი ეკლესია-მონასტერი, რომელიც დიდ ისტორიასა და საუკუნეს ითვლის. სამწუხაროდ, არის ბევრი ისეთი, რომლის შესახებაც ბევრმა არც კი იცის.  ერთ-ერთი მათგანია წმინდა მამა დავითის ტაძარი, მე-6 საუკუნის არქიტექტურული ძეგლი და თბილისის ერთ-ერთი სალოცავი, რომელიც მდებარეობს მთაწმინდის ცენტრში. მისი  ისტორია VI საუკუნიდან იწყება. მამა დავითს  თბილისის დასავლეთით აღმართულ მთის ფერდობზე, კლდეში, სენაკი გამოუკვეთავს და მის ახლოს პატარა სამლოცველო აუშენებია. აქვე მოედინება სამკურნალო წყაროც, რომელიც მამა დავითს ლოცვით გამოუთხოვია უფლისთვის სნეულთა განსაკურნებლად. მამა დავითის ეკლესია ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია თბილისში. ის გარშემორტყმულია მშვენიერი ხედებით. თუ გსურს ამ მონასტერზე გაიგო მეტი, დააგემოვნო სამკურნალო წყალი და დატკბე დედაქალაქის  საოცარი ხედებით, მაშინ აუცილებლად უნდა ესტუმრო მას.

თბილისის მახლობლად მდებარე ღირსშესანიშნავი ადგილებიდან ერთ-ერთია მარტყოფის ღვთაების მონასტერი. იგი მდებარეობს სოფელ  მარტყოფში, თბილისიდან 20-25 კმ მოშორებით. მონასტერი VI საუკუნეში დაარსა ანტონ მარტყოფელმა. მამა ანტონი განცალკევებით, მარტო ცხოვრობდა და სახელიც აქედან წარმოიშვა - მარტო მყოფი ანუ მარტყოფი. 

სამონასტრო კომპლექსი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე ძეგლია. გარდა კულტურული ღირებულებისა, ხეებში ჩაფლული მონასტრიდან  იშლება ვრცელი, ძალიან ლამაზი ხედებიც, რაც ბუნებისა და არქიტექტურის მშვენიერ სინთეზს ქმნის.  იმისათვის , რომ  თავად დარწმუნდეთ ამ ყველაფერში, საკუთარი თვალით უნდა იხილოთ მარტყოფის მონასტრის საოცარი პეიზაჟები.

#აღმოაჩინეთბილისისეკლესია-მონასტრები

ავტორი: ნათია დათიაშვილი

ატვირთვის თარიღი: 2023-12-27

arrow