დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები/ბლოგი

აღმოაჩინე კანკუნი, მექსიკა

  2876

აღმოაჩინე კანკუნი

კანკუნი კარიბის ზღვის ეგზოტიკური და მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი სანაპიროა. მდებარეობს იუკატანის ნახევარკუნძულზე, იუკატანის სრუტის ნაპირზე.

მზე, ფირუზისფერი ულამაზესი ზღვა, თეთრი ქვიშის სანაპიროები, ხელოვნების ნიმუშები, უძველესი ცივილიზაციიდან შემონახული არქიტექტურა და ტრადიციები, მექსიკის სამზარეულო  ეს ყველაფერი მართლაც რომ კანკუნის სავიზიტო ბარათია. ადგილის, სადაც ეგზოტიკა, თანამედროვეობა და უძველესი ისტორია ერთმანეთთანაა შერწყმული რაც ვიზიტორებს იზიდავს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ეს არის ადგილი სადაც ყველაფერია თქვენი ეგზოტიკური, საინტერესო და თავგადასავლებით აღსავსე დასვენებისთვის. ადგილი სადაც საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გატარებაზე არავინ იტყოდა უარს.

კანკუნი ვიზიტორებს ტურიზმის მრავალფეროვან და საინტერესო მიმართულებებს სთავაზობს.

კანკუნში ფუნქციონირებს საერთაშორისო აეროპორტი რომელიც მეორეა ქვეყანაში მგზავრთა გადაყვანის მიხედვით.

კანკუნში მაღალი კლასის თანამედროვე სტანდარტებით აშენებული დიდი სასტუმროები სანაპიროსთანაა გაშენებული საიდანაც განსაცვიფრებელი ზღვის ხედი იშლება. ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის კი კლუბებში მართლაც რომ ზღაპრული საღამოები იმართება.

კურორტი კანკუნი   წყლის სპორტის მოყვარულებს სთავაზობს: კიტბორდინგს, ფლაიბორდინგს, პარაპლანით გადაფრენას კარიბის ზღაპრულ ზღვაზე, ჯერსურფინგს და დაივინგს.

დაივინგი

კარიბის ზღვის ხელუხლებელი წყალი იძლევა გამჭირვალე, კრისტალურად სუფთა ხილვადობას. დაივინგით  ყვინთვა შესაძლებელია როგორც დამწყებთათვის ისე პროფესიონალებისთვისაც. კარიბის ზღვის ფსკერზე  რამდენიმე საინტერესო ადგილია რასაც ზღვის მრავალფეროვანი მცენარეები და ცხოველები ქმნიან.   აღსანიშნავია კანკუნის მუზეუმი წყლის ქვეშ, რომელიც დაივინგს მისტიურს და საინტერესოს ხდის. მუზეუმში ჯეისონ ტეილორის ქანდაკებები არის წარმოდგენილი: ქუჩაში მოსიარულე ადამიანები, საყოფაცხოვრებო ნივთები და ქალაქის ყოველდღიური სცენები არის გაცოცხლებული კარიბის ზღვის ფსკერზე. ქანდაკებები სპეციალური ნივთიერებებით არის გაკეთებული რომელიც არათუ აზიანებს ზღვის ეკოსისტემას არამედ პირიქით ეხმარება მას, ეს ნივთიერებები მარჯნის რიფების წარმოქმნას და ზრდას უწყობს ხელს. 

იცით თუ არა რომ კანკუნიდან სულ რაღაც 6 საათიანი სავალ გზის შემდეგ აღმოჩნდებით უძველესი მაიას  სიცილიზაციის სამყაროში. სადაც ამავე  ცივილიზაციის ძველი  დედაქალაქის ჩიჩენ იცას ნანგრევებია, რომელიც იუკატანის კუნძულის ყველაზე მნიშვნელოვან არქეოლოგიურ და ისტორიულ ძეგლად ითვლება. ქალაქში არქეოლოგიური გათხრების შედეგად  მრავალი ისტორიული ძეგლი აღმოაჩინეს მათ შორის ყველასათვის ნაცნობი მაიას პირამიდები. პირამიდებიდან  აღსანიშნავია კუკულკანის ტაძარი რომელიც 24 მეტრი სიმაღლის, ცხრა საფეხურიანი პირამიდაა. გასაოცარია ის ფაქტი რომ შემოდგომის და გაზაფხულის ბუნიობის დროს მზის სხივები ისე ანათებენ პირამიდის კიბეებს რომ წარმოიქმნება 7 სამკუთხედი, რომლებიც 37 მეტრი სიგრძის გველს ქმნიან, რომელიც მზის სხივების გადაადგილებასთან ერთად მიიწევს პირამიდის მწვერვალისკენ. 

სპელეოტურიზმით და მექსიკური სამზარეულოთი დაინტერესებულ ვიზიტორებს კანკუნში ნამდვილი ზღაპარი გელით. აუცილებლად უნდა მოინახულოთ რიო სეკრეტო მიწისქვეშა გამოქვაბული რომლის სტალაქტიტები და სტალაგმიტები სხვადასხვა სანათებით არის განათებული, რაც ალამაზებს მღვიმეში არსებულ ბუნებრივ წარმონაქმნებს და უფრო მიმზიდველს ხდის მას. მღვიმეში შესაძლებელია  ფეხით გასეირნება და მღვიმის წყლებში ბანაობა. 

რიო სეკრეტოს დათვალიერების შემდეგ თქვენს რჩეულთან ერთად გადაინაცვლეთ სავახშმოდ რესტორან “Alux” ში რომელიც მღვიმეში არის წარმოდგენილი. შესვლისთანავე დაგიპყრობთ ქალაქის ისტორია, ეგზოტიკურ სამოსში გამოწყობილი მომსახურე პერსონალი, მღვიმის და რესტორნის დიზაინის უნიკალური შერწყმა, აღარაფერს ვამბობ მექსიკური სამზარეულოს მრავალფეროვნებაზე  და ბოლოს დესერტის მირთმევის დროს შეფ მზარეულის თვალისმომჭრელ ცეცხლოვან შოუზე.   

დაგვიკავშირდით და ჩვენ ვიზრუნებთ თქვენს დაუვიწყარ მოგზაურობაზე!

მექსიკაში ჩვენი შეთავაზების გასაცნობათ ეწვიეთ ბმულს. 

#კანკუნი #მექსიკა #დაივინგი 

ავტორი: ნინო თევზაძე 

ატვირთვის თარიღი: 2022-02-02

arrow