დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

აღმოაჩინე სამეგრელო

საქართველოში

  1173

880 Gel

ტურის ხანგრძლივობა: 3 დღე/ 2 ღამე

ტურის სახე: კულტურული/ შემეცნებითი

ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით;
  • გიდის მომსახურება;
  • სასტუმროში განთავსება  BB საუზმე;
  • სადილი სისატურაში;
  • 2 ვახშამი;
  • შესასვლელი ბილეთი: ქუჯის ციხე, ენგურჰესის კაშხალი, დადიანების სასახლე, მარტვილის კანიონი;
  • 1 ბოთლი წყალი ყველა მონაწილეს ყოველ დღე.

დამატებითი მომსახურეობა(ფასში არ შედის):

  • დამატებითი კვება ტურის განმავლობაში;
  • მარტვილის კანიონზე ნავით გასეირნება.

დღე 1

თბილისი-ნოქალაქევი-ზუგდიდი

  • 08:00 გასვლა სამეგრელოს მიმართულებით
  • გზად, გორში ვეიმარტში გაჩერება
  • 14:00-16:00 ცეხეგოჯის(ქუჯის ციხე) მონახულება ნოქალაქევში, მდინარეზე ჩასვლა-ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი ადრე შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც დას. საქართველოში, ქ. სენაკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 17 კმ-ში მდებარეობს. ნაქალაქარი განლაგებული მდ. ტეხურის მარცხენა სანაპიროზე
  • 17:00-18:00 ხობის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია - კომპლექსს საფუძვლად ქრისტეს მონოგრამა უდევს და იგი X-XI  საუკუნის კაცხის მაცხოვრის ეკლესიის ანალოგია, რომლის მსგავსიც თანამედროვე ტაძრებს შორის არ გვხდება. მთლიანად ტაძარს წრიული ფორმა აქვს და ეკლარის ქვითაა მოპირკეთებული
  • 17:30 ზუგდიდში ჩასვლა, სასტუმროში განთავსება და ვახშამი.

დღე 2

ზუგდიდი-ენგურჰესი-სისატურა-ზუგდიდი

  • 10:00 სასტუმროდან გასვლა
  • 11:00-11:30 ენგურჰესის კაშხლის მონახულება -  2021 ნოემბრიდან პირველად ენგურჰესის ისტორიაში ვიზიტორებს საშუალება აქვთ მოინახულონ თაღოვანი კაშხლის განსაკუთრებულად საინტერესო მონაკვეთები, რომლებიც აქამდე დამთვალიერებლისთვის მიუწვდომელი იყო.
  • 12:00-15:00 ეთნო სოფელ სისატურას მონახულება, მასპინძლის _ სამზარეულოს ომების ფინალისტის გაცნობა - „სისა ტურა" ზუგდიდთან ახლოს, ჩხორიაში მდებარე ეთნოგრაფიული სოფელია, სადაც თავმოყრილი და გაცოცხლებულია სამეგრელოს კუთხის ყველაზე ავთენტური გარემო, ყოფის კულტურა და ტრადიციები. ღია ცის ქვეშ მოწყობილია გვიანდელი შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი მეგრული კარ-მიდამო, ტრადიციული კოლხური საცხოვრისის ტიპებითა და უნიკალური საყოფაცხოვრებო ნივთებით.
  • სადილი სისატურაში, ტრადიციული მეგრული სამზარეულოს დაგემოვნება.
  • 15:30 წალენჯიხის ფერისცვალების ეკლესია - დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძეგლია და ამის მიზეზი, უპირველესად, ეკლესიის მხატვრობაა. ის X-XIII საუკუნეების ძეგლია. ეკლესიამდე აქ ციხე-სიმაგრე ყოფილა აგებული, რაზეც გალავნის საძირკველი მეტყველებს.
  • ვახშამი რესტორანში _ ტრადიციული მეგრული სამზარეულო.
  • საასტუმროში დაბრუნება

დღე 3

ზუგდიდი-მარტვილი-თბილისი

  • 10:00 გასვლა სასტუმროდან თბილისის მიმართულებით
  • 10:30-12:30 დადიანების სასახლის მონახულება და ბოტანიკურ ბაღში გასეირნება-  დაარსდა 1921 წლის აპრილში სამეგრელოს მთავრის დავით ლევანის ძე დადიანის ძველ ნივთთა საცავ-საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია-მონასტრებიდან გადმოტანილ ქართულ სიძველეთა ბაზაზე. მუზეუმში ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები და რელიგიური სიწმინდეები.
  • 14:00-15:30 მარტვილის კანიონი - მდინარე აბაშის მიერ აბდათის კირქვული ქანებით აგებულ ანტიკლინში, კანიონისებურად გაჭრილი ხეობა. გადმოცემის თანახმად, ეს ადგილი დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთს წარმოადგენდა. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ გაისეირნონ ნავით მდინარე აბაშის 300 მეტრიან (ერთი გზა) მონაკვეთზე და დატკბნენ მთის მდინარის კანიონის ულამაზესი ხედებით.
  • თბილისში დაბრუნება

ფასი მოქმედია 16 ადამიანის შემთხვევაში

 

ატვირთვის თარიღი:



wishlistსურვილების სიაში დამატება

arrow