დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

კლასიკური ესპანეთი

მსოფლიოში

  252

1600 Gel

კლასიკური ისპანეთი
ბარსელონასარაგოსამადრიდი – (ტოლედო) – კორდობა – (სევილია) – გრანადავალენსიაბარსელონა

8 დღე /7 ღამე (შაბათი-შაბათი)

ტურის დაწყების თარიღები 2025 .

19.04, 07.06, 12.07, 16.08, 13.09, 04.10.2025.

შაბათი

ჩაფრენა ბარსელონაში. აეროპორტში კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა, რომელსაც ხელში ეჭირება წარწერა Europe Voyage. ტრანსფერი და განთავსება სასტუმროში. სურვილისამებრ დაურგანიზდება დამატებითი ექსკურსია „ღამის ბარსელონა“. ღამისთევა რომის სასტუმროში.

კვირა

ბარსელონა-სარაგოსა-მადრიდი

საუზმე სასტუმროში. სურვილისამებრ ექსკურსია პარკ გიულში. Park Guell არის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური პარკი მსოფლიოში. და ეს გასაკვირი არ არის, რადგან ის კატალონიელმა არტ ნუვოს გენიოსმა, თავად გაუდიმ შექმნა. Sagrada Familia-ს მსგავსად, პარკმა მის შემქმნელს სიცოცხლეშივე არ მოუტანა პოპულარობა. ამჟამად ეს არის მეორე ყველაზე მონახულებული გაუდის ნამუშევარი ბარსელონაში, Sagrada Familia-ს შემდეგ. ტრანსფერი მადრიდში გაჩერებით და მოკლე საფეხმავლო ტურით სარაგოსას ცენტრში. გვიან ჩამოსვლა მადრიდში. ღამისთევა სასტუმროში.

ორშაბათი

მადრიდი

საუზმე სასტუმროში. მიმოხილვითი ექსკურსია ესპანეთის დედაქალაქში. შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ: კოლუმბის და ესპანეთის მოედნები, რეკოლეტას და კასტელიანოს ბულვარი, პრადო, მონუმენტალური არენა „ლას ვენტას“, დებოტის ტაძარი, სან ფრანცისკო ელ გრანდე, ატოჩას რკინიგზა. თავისუფალი დრო. შესაძლებელია პრადას მუზეუმის დათვალიერება და ფლამენკოს შოუზე დასწრება (დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში). ღამისთევა მადრიდის სასტუმროში.

სამშაბათი

(ტოლედო)-კორდობა

საუმზე სასტუმროში. ექსკურსია ტოლედოში რომელიც მიეკუთვნება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდერეობას. ქალაქი სახელგანთქმულია მსოფლიოში ცნობილი საკათედრო ტაძრით, ეკლესია - მონასტრებით, ებრაული კვარტალით.
გადასვლა ანდალუსიაში კასტილია-ლა მანჩის გზით. არაბთა ხალიფატის ყოფილი დედაქალაქის, კორდობას დათვალიერება. ცნობილი მეჩეთი-ტაძარი ალკასარის, ებრაული კვარტლის, უძველესი ქალაქის ძეგლების და ქუჩების დათვალიერება. დაბრუნება სასტუმროში, ღამისთევა კორდობაში.

ოთხშაბათი

(სევილია)

საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო. დამატებით დაორგანიზდება ექსკურსია სევილიაში, ანდალუსიას დედაქალაქში. შეგვიძლია ვნახოთ სიდიდით მესამე საკათედრო ტარაძარი, რომელშიც მდებარეობს კოლუმბის საფლავი, სანტა კრუზის უბანი, კორიდას შენობა, ამერიკის და ესპანეთის მოედნები, 1929 და 1992 წლების საგამოფენო პავილიონები. თავისუფალი დრო. მსურველებს აქვთ შესაძლებლობა გაისეირნონ მდინარე გვადალკვივირზე. ღამისთევა სასტუმროში.

ხუთშაბათი

გრანადა-( ალჰამბრა)

საუზმე სასტუმროში. გამგზავრება გრანადაში, ექსკურსია და მსურველთათვის დაორგანიზდება ალჰამბრას მონახულება, ასევე ვეწვევით ხენერალიფეს ბაღებს, ევროპაში უძველესი სასახლის კომპლექსი. ღამისთევა სასტუმროში, მურსიის რაიონში.

პარასკევი

ვალენსია-ბარსელონა

საუზმე სასტუმროში. გადასვლა ვალენსიაში. საფეხმავლო ექსკურსია ქალაქის ისტორიულ ცენტრში, დავათავლიერებთ: ტაძარს, სადაც ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ინახება გრაალის თასის ასლი, ასევე მოვინახულებთ შუასაუკუნეების ბირჟას, ცენტრალურ ბაზარს, არენას, ცენტრალურ ვაგზალს. გადასხვლა ბარსელონაში. ღამისთევა ბარსელონის მიმდებარე სასტუმროში.

შაბათი

საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი აეროპორტში.

 

ტურის ღირებულება

510 ევრო ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერის საფასური (DBL)

775 ევრო ერთ მგზავრზე ერთ ადგილიანი ნომრის საფასური (SNGL)

 

ღირებულებაში შედის:

  • 3*-სასტუმროში განთავსება და დილის საუზმე
  • აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი ჯგუფური ტრანსფერი
  • ტრანსპორტით უზრუნველყოფა რუსულენოვანი ასისტენტის თანხლებით
  • რუსულენოვანი მეგზური მთელი ტურის განმავლობაში
  • ლიცენზირებულ გიდთან ერთად ექსკურსიები: ბარსელონა, მადრიდი, ვალენსია
  • სარაგოსას და კორდობას მონახულება ჯგუფის მეგზურთან ერთად

დამატევითი ექსკურსიები (არ შედის საფასრუში):

  • ექსკურსია ღამის ბარსელონა  - 35 ევრო
  • ექსკურსია გუელის პარკში  - 35 ევრო
  • შესასვლელი ბილეთი გუელის პარკში  - 20 ევრო
  • ექსკურსიას პრადას მუზეუმში  – 30 ევრო
  • შესასვლელი ბილეთი პრადას მუზეუმში – 18 ევრო
  • ფლამენკოს შოუ + ვახშამი - 75 ევრო
  • ექსკურსია ტოლედოში - 65 ევრო
  • ექსკურსია სევილიაში - 65 ევრო
  • ნავით გასეირნება მდინარე გვადალკვივირზე  - 30 ევრო
  • ექსკურსია ალჰამბრას სასახლეში  – 35 ევრო
  • შესასვლელი ბილეთი ალჰამბრას სასახლეში - 15 ევრო

ადგილზე  უცილებლად გადასახდელი:

  • ტურისტული გადასახადი სასტუმროში (City Tax)
  • ყურსასმენებით სარგებლობა მთელი კვირის განმავლობაში - 16 ევრო

დამატებითი ინფორმაცია:

  • ფასდაკლება ნომერში მე-3 ადამიანის განთავსების შემთხვევაში - 15 ევრო
  • ავტობუსში პირველი რიგის დანამატი 55 ევრო, მეორე რიგი 45 ევრო, მესამე რიგი 35 ევრო - კაცზე, ნებისმიერი სხვა რიგის გარდა პირველი სამისა - 15 ევრო / ადამიანი
  • ტურში მონაწილეობა არ შეუძლიათ 4 წლამდე ასაკის ბავშვებს
  • იმ შემთხვევაში, თუ პროგრამაში მითითებულია ერთი და იმავე კატეგორიის ორი ან მეტი სასტუმრო, Europe Voyage იტოვებს უფლებას გააკეთოს საბოლოო არჩევანი იმ სასტუმროზე, სადაც ტურისტი დარჩება.
  • გამოფენების პერიოდში შესაძლებელია მგზავრების განთავსება გარეუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სასტუმროებში.
  • ტექნიკური მიზეზების გამო შესაძლებელია ექსკურსიების თანმიმდევრობისა და მარშრუტის შეცვლა.
  • კვირას ადრეული ფრენის შემთხვევაში, კომპანიის შეხედულებისამებრ ხორციელდება ტრანსფერი ავტობუსით ან მატარებლით.
  • ჯგუფური ტრანსფერი გათვალისწინებულია მხოლოდ პროგრამის დაწყების და დასრულების დღეს.
  • ჩამოსვლისას ჯგუფური ტრანსფერის უზრუნველყოფა გულისხმობს სხვადასხვა დროს და სხვადასხვა რეისზე ჩამოსული ტურისტების გაერთიანებას.
  • დამატებითი ღამეების დაჯავშნისას უნდა დაჯავშნოთ ინდივიდუალური ტრანსფერი ან ტურისტებმა თავად უზრუნველყონ ტრანსპორტით გადაადგილება.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წმინდა კვირისა და სევილიის ბაზრობის დროს განთავსება შესაძლებელია 2* სასტუმროში ან სასტუმროში 3*-ის ნაცვლად.

 

ღირებულებაში არ შედის ავიაბილეთი და დაზღვევა, რომელიც შეგიძლიათ თავად უზრუნველყოთ ან ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით.

Discover Georgia გახლავთ IATA_ს აკრედიტირებული აგენტი და გთავაზობთ მთელი

მსოფლიოს მიმართულებებით ავიაბილეთების 24 საათიან მომსახურებას.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

საუკეთესო სურვილებით,

Discover Georgia

ატვირთვის თარიღი: 2024-12-11



wishlistსურვილების სიაში დამატება

arrow