ინდოეთში მოგზაურობა ნამდვილად აგრძნობინებს თავს ბოლივუდის გმირად ადამიანს. დაიწყეთ თქვენი ინდური თავგდასავლები ჩვენთან ერთად.
Discover Georgia - ს მომსახურეობის საფასური ერთ ადამიანზე შეადგენს 350 ლარს, ჯგუფური შეკვეთების შემთხვევაში იმოქმედებს ფასდაკლება.
ინდოეთის ვიზის მისაღებად შემდეგი პროცედურებია საჭირო:
სავიზო მოსაკრებელი შეადგენს 185$ (გადახდა ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში)
რა საბუთები გვჭირდება ინდოეთის ვიზის მისაღებად?
- - ელექტრონული ვიზა;
- - ოჯახის შესახებ ინფორმაცია: არის თუ არა ოჯახის წევრი პაკისტანელი ან ცხოვრობდნენ თუ არა ოაკისტანის ტერიტორიაზე, დედ - მამის ეროვნება, სახელი, გვარი, ქვეყანა და ქალაქის დაბადების ადგილი, ყოფილი ეროვნება (თუ არის შეცვლილი);
- - მოსანახულებელი ადგილების ჩმონათვალი: ინფორმაცია თუ კონკრეტულად რის მონახულებას აპირებთ.
- - ჩმოფრენის და გაფრენის წერტილები;
- - ქვეყნები რომელიც მოინახულეთ ბოლო 10 წლის განმავლობაში;
- - ესტუმრეთ თუ არა SAARS (სამხრეთ აზიის რეგიონალური თანამშრომლობის ასოციაცია) ქვეყნებს ბოლო 3 წლის განმავლობაში?
- - JPEG ფორმატის ფოტო (მინიმუმ 10 KB მაქსიმუმ 1MB სიმაღლე და სიგანე 350 Pixels თეთრ ფონზე ;
- - ყველა სახის დოკუმენტები: ბიზნესი, მოწვევები და ა.შ უნდა იყოს ინგლისურ ენაზე, PDF ფორმატში, მინიმუმ 10 KB მაქსიმუმ 300KB
- - პასპოტის ატვირთვისას მკაფიოდ უნდა ჩანდეს პირადი ინფრომაცია: სახელი, გვარი, დაბადების დეტალები, ეროვნება, პასპორტის ნომერი და ა.შ
- - ასევე, ვიზის მიღება შესაძლებელია ინდოეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ ქ. ერევანში, სომხეთი. მისამართი: 50/2 India Street, 0015, საიტი - https://eoiyerevan.gov.in/index.php
მობრძანდით ჩვენთან და ჩვენ ვიზრუნებთ თქვენს ვიზასა და კეთილდღეობაზე, აღმოაჩინე მსოფლიო, აღმოაჩინე საქართველო!.
ატვირთვის თარიღი: 2024-11-29