დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

კლასიკური იტალია რომი-რომი ორშაბათი-ორშაბათი

მსოფლიოში

  3042

1150 Gel

კლასიკური იტალია

7 ღამე /8 დღე

რომი - (პიზა) - მონტეკატინი ტერმე - (სიენა - სან ჯიმინიანო) - ფლორენცია - ვენეტოს რეგიონი - ვენეცია ​​- რომი

მოგზაურობის დაწყების თარიღები: 10.06, 17.06, 24.06, 08.07, 15.07, 22.07, 05.08, 12.08, 19.08, 02.09, 09.09, 16.09, 30.09

ორშაბათი

რომი

ჩაფრენა რომში. აეროპორტში კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა, რომელსაც ხელში ეჭირება წარწერა Europe Voyage. ტრანსფერი და განთავსება სასტუმროში. თავისუფალი დრო. ღამისთევა რომის სასტუმროში.

სამშაბათი

რომი-პიზა

საუზმე სასტუმროში. ვატიკანის მუზეუმის ტური რუსულენოვანი მეგზურით. წმინდა პეტრეს ტაძრის მონახულება. გამგზავრება ტოსკანის რეგიონის მიმართულებით. სურვილისამებრ ჩატარდება დამატებითი ექსკურსია ისტორიულ ქალაქ პიზაში. განთავსება სასტუმროში მონტეკატინი-ტერმეს ტერიტორიაზე. ღამისთევა სასტუმროში.

ოთხშაბათი

ფლორენცია (სიენა-სან ჯიმინიანო)

საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო მონტეკატინი ტერმე-ში ან სურვილისამებრ დამატებითი ექსკურსია შთამბეჭდავი ისტორიის მქონე ულამაზეს ქალაქებში: სიენა + სან ჯიმინიანო. ბევრი მიიჩნევს სიენას ყველაზე მომხიბვლელ ადგილად ტოსკანაში: აქ, იტალიაში პირველად შეიქმნა საფეხმავლო ზონა. ტერცის სამ ბორცვზე აშენებული ქალაქის ისტორიული ცენტრი, კარგია ფეხით აღმოაჩინოთ: ყოველ კუთხეში სასიამოვნო სიურპრიზი გელით. სან ჯიმინიანო არის იუნესკოს მიერ დაცული ქალაქი, როგორც ტოსკანური არქიტექტურის მარგალიტი. სიენადან სან-ჯიმინიანოში მიმავალ გზაზე შემოთავაზებულია ტოსკანური ფერმის დათვალიერება, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ და შეიძინოთ ტიპიური რეგიონალური პროდუქტები და ისადილოთ. სან ჯიმინიანო მდებარეობს 334 მეტრი სიმაღლის ბორცვზე, მდინარე ელსას თავზე. XI-XIII საუკუნეების 72 კოშკიდან, რომლებიც აქ მცხოვრები დიდგვაროვანი ოჯახების ძალასა და სიმდიდრეს განასახიერებდნენ, შემორჩენილია მხოლოდ 15. მაგრამ ისინიც კი მაგნიტივით იზიდავს მილიონობით ტურისტს მთელი მსოფლიოდან. დაბრუნება სასტუმროში მონტეკატინი-ტერმეს მიმდებარედ. ღამისთევა სასტუმროში.

ხუთშაბათი

ფლორენცია - ვენეტოს რეგიონი

საუზმე სასტუმროში. გამგზავრება ფლორენციაში. ფლორენცია არის ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი იტალიური ქალაქი, რენესანსის სამშობლო. აქ ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც იყვნენ ლეონარდო და ვინჩი, დანტე, მიქელანჯელო და მრავალი სხვა... ფლორენციის ისტორიული ცენტრის ღირსშესანიშნაობების საფეხმავლო ტური რუსულენოვანი მეგზურით (სინიორიას და პალაცო ვეკოს მოედნები, სატაძრო მოედანი, წმინდა მარია დელ ფიორეს ტაძარი, სანტა-კროჩეს ტაძარი - ცნობილი ფლორენციელების - მიქელანჯელოს, მაკიაველის, გალილეის აკლდამა). თავისუფალი დრო. სურვილისამებრ დამატებითი ექსკურსია უფიცის გალერეაში. დღის მეორე ნახევარში ტრანსფერი ვენეტოს რეგიონში.

განთავსება ვენეტოს რეგიონში მდებარე სასტუმროში და ღამისთევა.

პარასკევი

ვენეცია

საუზმე სასტუმროში. გამგზავრება ვენეციაში - მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი. მოინახულებთ და დაათვალიერებთ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს გიდთან ერთად. თქვენ ნახავთ სან მარკოს მოედანს და ბაზილიკას, კამპანილეს - ყველაზე მაღალ შენობას ვენეციაში და, რა თქმა უნდა, არ დაივიწყოთ გონდოლები - ტრანსპორტის ეგზოტიკური ფორმა ვენეციაში, რომელზედაც თქვენ აუცილებლად ჩაეფლობით ვენეციის რესპუბლიკის შორეულ წარსულში. სურვილისამებრ ჩატარდება დამატებითი ექსკურსიები წმინდა მარკოზის საკათედრო ტაძარში და წმინდა ლაზარეს კუნძულზე. ღამისთევა ვენეციის მიმდებარე სასტუმროში ან გამგზავრება რომში ავტობუსით ან მატარებლით. ღამისთევა ვენეციის ან რომის სასტუმროში.

შაბათი

რომი

საუზმე სასტუმროში. გამგზავრება რომში. თავისუფალი დრო. ღამისთევა რომში.

კვირა

რომი

საუზმე სასტუმროში. გამგზავრება რომში. თავისუფალი დრო. ღამისთევა რომში.

ორშაბათი

საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი აეროპორტში.

ტურის ღირებულება:

 

390 ევრო ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში (გარეუბანში 3* სასტუმროებით)

490 ევრო ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში (ცენტრში 3* სასტუმროებით)

690 ევრო ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში (ცენტრში 4* სასტუმროებით)

ღირებულებაში შედის:

  • ორმხრივი ავიაბილეთები (ფრენა ქუთაისიდან) 
  • 3* სასტუმროში განთავსება და დილის საუზმე (დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში შესაძლებელია ვახშმის დამატება)
  • აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი ჯგუფური ტრანსფერი ფიუმიჩინოსა და ჩამპინოს აეროპორტების ყველა რეისისთვის
  • ტრანსპორტირება კომფორტული ავტობუსით (ტრანსპორტის, საწვავისა და მძღოლის ხარჯები)
  • რუსულენოვანი მეგზური მთელი ტურის განმავლობაში
  • ექსკურსიები რუსულენოვანი ლიცენზირებული მეგზურით: რომი, ფლორენცია, ვენეცია, ვატიკანი

დამატებითი ექსკურსიები (არ შედის ღირებულებაში):

  • ექსკურსია ღამის რომი - 30 ევრო
  • ექსკურსია ნეაპოლი-პომპეი - 70 ევრო
  • პომპეიში შესასვლელი ბილეთი - 18 ევრო
  • ვატიკანის მუზეუმში შესასვლელი ბილეთები - 45 ევრო (მოიცავს ურიგოდ შესვლას, ყურსასმენებს, სიქსტეს კაპელასა და წმინდა პეტრეს ტაძრის მონახულებას)
  • ექსკურსია სიენასა + სან ჯიმინიანოში - 65 ევრო
  • ექსკურსია პიზაში - 45 ევრო
  • ექსკურსია უფიცის გალერეაში - 29 ევრო + 26 ევრო შესასვლელი ბილეთი
  • წმინდა მარკოზის ტაძარი - 15 ევრო
  • წმინდა ლაზარეს კუნძული – 40 ევრო
  • ფეხის ქირა მძღოლისა და ასისტენტისთვის

ადგილზე აუცილებლად გადასახდელი:

  • ყურსასმენები მთელი მოგზაურობის განმავლობაში 16 ევრო
  • ვენეციაში: დიდი არხით გასეირნება - უკან ჯუდეკის არხით დაბრუნება - 30 ევრო
  • სასტუმროს გადასახადი (City Tax), რომელსაც იხდით სასტუმროში ადგილზე:
    • რომში სასტუმროში 3*, 4* - 3- 6 ევრო კაცზე/დღეში
    • მონტეკატინი-ტერმე 3* - 1,5 ევროდან კაცზე/დღეში
    • ვენეტოს რეგიონში 3* - 2.4 ევროდან კაცზე/დღეში

დამატებითი ინფორმაცია:

  • 3* სასტუმროს ერთადგილიან ნომერში განთავსება - ძირითად ღირებულებას დამატებული 210 ევრო
  • 4* სასტუმროს ერთადგილიან ნომერში განთავსება - ძირითად ღირებულებას დამატებული 365 ევრო
  • ფასდაკლება ნომერში მე-3 ადამიანის განთავსების შემთხვევაში - 10 ევრო
  • 3* სასტუმროში ვახშმის დამატება - 145 ევრო
  • 4* სასტუმროში ვახშმის დამატება - 190 ევრო
  • რომში დამატებითი ღამეების დამატება ტურამდე ან ტურის შემდეგ:
    • არაცენტრალური 60 ევრო ღამე (ერთ ადამიანზე 2 ადგილიან ნომერში)
    • არაცენტრალური 70 ევრო ღამე (ერთ ადამიანზე 1 ადგილიან ნომერში)
    • ცენტრში 70 ევრო ღამე (ერთ ადამიანზე 2 ადგილიან ნომერში)
    • ცენტრში 90 ევრო ღამე (ერთ ადამიანზე 1 ადგილიან ნომერში)
  • ავტობუსში პირველი რიგის დანამატი 65 ევრო, მეორე რიგი 55 ევრო, მესამე რიგი 45 ევრო - კაცზე, ნებისმიერი სხვა რიგის გარდა პირველი სამისა - 25 ევრო / ადამიანი
  • ტურში მონაწილეობა არ შეუძლიათ 4 წლამდე ასაკის ბავშვებს
  • იმ შემთხვევაში, თუ პროგრამაში მითითებულია ერთი და იმავე კატეგორიის ორი ან მეტი სასტუმრო, Europe Voyage იტოვებს უფლებას გააკეთოს საბოლოო არჩევანი იმ სასტუმროზე, სადაც ტურისტი დარჩება.
  • გამოფენების პერიოდში შესაძლებელია მგზავრების განთავსება გარეუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სასტუმროებში.
  • ტექნიკური მიზეზების გამო შესაძლებელია ექსკურსიების თანმიმდევრობისა და მარშრუტის შეცვლა.
  • ადრეული ფრენის შემთხვევაში, კომპანიის შეხედულებისამებრ ხორციელდება  ტრანსფერი ავტობუსით ან მატარებლით.
  • ჯგუფური ტრანსფერი გათვალისწინებულია მხოლოდ პროგრამის დაწყების და დასრულების დღეს. დამატებითი ღამეების დაჯავშნისას უნდა დაჯავშნოთ ინდივიდუალური ტრანსფერი ან ტურისტებმა თავად უზრუნველყონ ტრანსპორტით გადაადგილება.

P.S. ანგარიშსწორება ხდება ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღეს არსებული TBC ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით.

ღირებულებაში არ შედის ავიაბილეთი და დაზღვევა, რომელიც შეგიძლიათ თავად უზრუნველყოთ ან ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით.

Discover Georgia გახლავთ IATA_ს აკრედიტირებული აგენტი და გთავაზობთ მთელი მსოფლიოს მიმართულებებით ავიაბილეთების 24 საათიან მომსახურებას.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

საუკეთესო სურვილებით,

Discover Georgia

 

 

ატვირთვის თარიღი: 2023-03-16



wishlistსურვილების სიაში დამატება

arrow