დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები/ბლოგი

რატომ ანტალია

  503

თუ გსურთ იმოგზაუროთ რეგიონში ერთ ერთ ყველაზე თვალის მომჭრელ
საზღვაო კურორტზე, მაშინ ანტალია თქვენთვისაა. ანტალია თურქეთის ერთ-
ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული ადგილია, რომელიც განთქმულია თავისი
ლამაზი, ოქროსფერი პლაჟებითა და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით.
ანტალია როგორც დასვენების მოყვარლებს ასევე აქტიურ ტურისტებსაც
იზიდავს, რომლისთვისაც მოგზაურობა გართობასთან და თავგადასავლებთან
ასოცირდება. ანტალია სოწრედ ის სადგილია სადაც მომსახურების ხარისხი
აჭარბებს ფასს, ანტალიაში უამრავი 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებია,
რომლებიც თავისი ორიგინალურობით და ფასით ერთმანეთს უწევენ
კონკურენციას.
გირჩევთ 7 აქტივობას რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ ანტალიაში ვიზიტისას
1 ანტალიის პლაჟები ანტალია ცნობილია თავისი ლამაზი, ოქროსფერი და სუფთა
პლაჯებით, მაგლითად ლარას და კონიალტის პლაჟი. მათთვის ვისაც დასვენება
სურს საუკეთესო დრო მოგზაურობისთვის არის სექტემბერი და ოქტომბერი,
რადგან ამ პერიოდში ჰაერის ტემპერატურა 22 დან 32 გრადუსამდე მერყეობს,
წყალი ისევ თბილია, პლაშები მოწესრიგებულია და არ არის ხალხმრავლობა.
ვისაც აქტიური დასვენბა და გართობა უყვარს მათთვის კარგი პერიოდია
ზაფხული რადგან ამ პერიოდში უამრავი ფესტივალები იმართება და გასართობიც
უფრო მეტია.
2 ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობები ანტალიაში უამრავი
ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნავი ნაგებობაა, აუცილებლად
მოსანახულებელია ანტიკური ქალაქი პეტრე, სადაც შეგიძლიათ ნახოთ
უძველესი თეატრები და მოედნები, ასევე გირჩევთ მოინახულოთ ასპენდოსი,
რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული თეატრია.
3 ანტალიის მუზეუმები: ანტალიის აუცილებლად სანახავი მუზეუმებია: სუნაყის
მუზეუმი რომელიც ეძღვნება თურქეთის კულტურის, ისტორიისა და
ტრადიციების დაცვას და ანტალიის მუზეუმი სადაც ინახება ანტალიის რეგიონში
აღმოჩენილი ყველა არტეფაქტი.
4 ბუნებრივი ღირსშესანისშანობები მათ შორის გამორჩეული და აუცილებლად
მოსანახულებელია: დიუდენეს ჩანჩქერი, რომელიც მდებარეობს ქალაქთან
ახლოს და გარშემორტყმულია პარკით რომელიც იდეალური ადგილია
პიკნიკისთვის, კოპრულეს კანიონი, რომელიც არის ეროვნული პარკი, იგი
განთქმულია თავისი მდინარეებითა და მრავალფეროვანი ფლორათა და ფაუნათა
სამყაროთი, კარნიოსის მღვიმე, რომელიც არის პრეისტორიული ადგილი, ასვე

აუცილებლად მოსანახულებელია პამუკალეს თერმული წყლები და ტერმესოსი
რომელიც არის ანტიკური ქალაქი.
5 კულინარიული გამოცდილება ანტალიაში ბევრი ისეთი რესტორნები და
კაფეებია სადაც შეიძლება უცხოური თუ ადგილობრივი კერძების დაგემოვნება,
მე გირჩევთ დააგემოვნოთ ზღვის პროდუქტები და ადგილობრი კერძები,
როგორიცაა პიდე ლაჰმაჯუნი და თურქული დესერტი.
6 ადგილობრივი ბაზრები და სავაჭრო ცენტრები ანტალიის გრანდ ბაზარი არის
ადგილი სადაც შეგიძლიათ იპოვოთ ადგილობრივების ხელნაკეთი ნივთები და
ტანსაცმელი, რაც შეეხება სავაჭრო ცენტებს, ანტალიაში არის სავჭრო მოლები,
როგორიცაა ტერასიტი და მარკანტალა, სადაც არის უამრავი საერთაშირისო
ბრენდების მაღაზეიბი და რესტორნები, რომლის ფასებიც ნამდვილად
გაგაოცებთ.
7 ფესტივალები და ღონისძიებები ანტალიაში ხშირად იმართება სხვადასხვა
ფესტივალები და ღონისძიებები, როგორიცაა კინოს, მუსიკის და ადგილობრივი
კულტურის ფესტივალები, რომლებიც იმართება ზაფხულში და შემოდგომაზე.
https://shorturl.at/hINGo

ატვირთვის თარიღი: 2024-05-30

arrow