აღმოაჩინე ვენეცია
ვენეცია იტალიის ერთ - ერთი ულამაზესი ქალაქია ძველი სახლებით, ფერადი სახურავებით, ვიწრო შესახვევებით და ხიდებით. იგი ერთმანეთისაგან არხებით გამოყოფილ, 118 პატარა კუნძულზე მდებარეობს. ეს ის ადგილია, სადაც ხელოვნება, ულამაზესი არქიტექტურა და ისტორია ერთმანეთს ერწყმის. ვენეცია ყველა სხვა ქალაქისგან განსხვავდება. მისი უდიდესი ნაწილი წყლითაა დაფარული. წყლიანი ნაწილის ტრანსპორტია ვაპორეტო, გონდოლა და ტაქსი. სახმელეთო ნაწილის ტრანსპორტი კი არის ავტობუსი, ტრამვაი და მეტრო. გონდოლა ვენეციის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. იგი შედგება 280 დეტალისგან და 8 სახეობის ხისგან. ვენეციაზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება, იგი სიყვარულის და ოცნებების ქალაქია. ვენეციის ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია ვენეციის აკადემიის გალერეა, წმინდა მარკის მოედანი და მასზე განლაგებული ყველა შენობა, რიალტოს ხიდი, დიდი არხი და სამხატვრო გალერეები. ვენეციაში ყველა მოგზაური იპოვის თავისთვის უამრავ საინტერესო დეტალს: მას შეუძლია აღფრთოვანდეს უძველესი ტაძრებისა და სასახლეების უნიკალური სილამაზით, მოინახულოს მუზეუმები და სამხატვრო გალერეები, იჯდეს ფინჯანი ყავით გარე კაფეში, რათა იგრძნოს ქალაქის ატმოსფერო.
თებერვალში ალბათ ყველაზე საინტერესოა ვენეციაში მოგზაურობა, სადაც იმართება ყოველწლიური კოსტიუმირებული დღესასწაული. მასში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობს. მისთვის წინასწარ ემზადებიან, ჩამოაქვთ უჩვეულო კოსტიუმები, ნიღბები, ქუდები და სხვა.
ვენეციის ატრიბუტები.
მაღაზიები სავსეა საკარნავალო სუვენირებით. ვერცერთი წინადადებით ვერ აღვწერთ ვენეციის ზღაპრულ სილამაზეს, ამიტომ გთავაზობთ წელიწადის ნებისმიერ დროს მოგიწყოთ ზეიმი, შემოგთავაზოთ დაუვიწყარი ტური ვენეციაში, რომელიც თქვენი ცხოვრების საუკეთესო მოგონებად დარჩება.
დაგვიკავშირდით და ჩვენ ვიზრუნებთ თქვენს დაუვიწყარ მოგზაურობაზე!
ავტორი: ნანუკა კახეთელიძე
ატვირთვის თარიღი: 2022-01-20