პრაღა არის ქალაქი, რომელმაც იცის თუ როგორ გაგაოცოთ. მის ულამაზეს ატმოსფეროში სეირნობისას მალევე შეიგრძნობთ თავს ზღაპრის ნაწილად. ღამით, მუსიკალური კლუბები არტ დეკოს ფასადის მიღმა იმალებიან. ჩეხეთის ეკლექტიკურ დედაქალაქში მოგზაურობას ნამდვილად არ ინანებთ, ამ მაგიურ და მომხიბვლელ ქალაქს, რომელშიც ასობით მაღალი შენობა გვხვდება, ყველაფერი აქვს, რაც შეიძლება ევროპულმა დედაქალაქმა ინატროს.
მთავარი პირობა: თუ ჩეხური კულტურის შეგრძნობა გსურთ, ისტორიული ღირშესანიშნაობების გარდა, თქვენ გელით გემრიელი ლუდიც.
ასე რომ, თუ ჩეხეთის იდუმალებით სავსე დედაქალაქს ახალი გამოცდილებებისა და მოგონებების შესაგროვებლად ეწვევით,
1. ეწვიეთ ძველი ქალაქის მოედანს
დილით ქუჩაში რომ გახვალთ , პირდაპირ ძველ მოედანს ეწვიეთ. მიუხედავად იმისა , რომ პრაღა დამპყრობლების შემოსევების სამიზნე იყო, ძველი ქალაქის მოედანი მეათე საუკუნის შემდეგ თითქმის ხელუხლებელია. ქალაქის ულამაზესი არქიტექტურის მთავარი ნაწილი სწორედ რომ აქაა შემონახული. უამრავი ქუჩის შემსრულებელი და მუსიკოსი ჩეხურ განწყობას მალევე შეგიქმნით
2. მოუსმინეთ და უყურეთ ასტრონომიულ საათს
ძველი ქალაქის მოედანზე ყოფნისას, ეწვიეთ ძველ მერიას, რათა ნახოთ მექანიკური საათი. საათი თავად არის მერიის სამხრეთ მხარეს და არის პრაღის სიამაყე. იგი აშენდა მეთხუთმეტე საუკუნეში და მიუხედავად იმისა, რომ დაზიანდა და გარემონტდა მისი სიცოცხლის განმავლობაში, იგი მიჩნეული, როგორც საუკეთესოდ შემონახული შუა საუკუნეების მექანიკური საათი მსოფლიოში.
3.ეწვიეთ პრაღის ციხესიმაგრეს
ჰრადკანში (ციხის რაიონი) მდებარე პრაღის ციხე უდავოდ არის ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა. თვალწარმტაცი ციხე ტრადიციულად ჩეხეთის მმართველების ადგილსამყოფელი იყო და დღეს პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენციაა. ციხის ტერიტორიაზე შესვლა უფასოა, თუმცა ბევრი შენობა, როგორიცაა წმინდა ვიტუსის ტაძარი, წმინდა გიორგის ბაზილიკა და ოქროს შესახვევი, შეგიძლიათ ეწვიოთ შესვლის ბილეთით
4. იხილეთ წმინდა ვიტუსის ტაძრის საგანძური
როდესაც კარლის ხიდიდან მალა-სტრანას დასახლებისკენ წამოხვალთ, უბრალოდ იცოდეთ, რომ პრაღა უდიდეს საჩუქარს გიმზადებთ.
სამეფო გზაზე შემოგხვდებიან ბაროკოს არქიტექტურის საუცხოო წარმომადგენლები და საბოლოოს პრაღის კათედრალს, იგივე წმინდა ვიტის საკათედრო ტაძარს გადაეყრები, რომელიც დამაბრმავებლად შთამბეჭდავია.
გოტიკური არქიტექტურის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშის მშენებლობის ისტორია მეათე საუკუნიდან იწყება. ტაძარმა დღევანდელი სახე 1929 წელს მიიღო. კომპლექსის სხვადასხვა შენობების დასათვალიერებლად შესაძლოა ბილეთის აღება მოგიწიოს, თუმცა თავად ეკლესიაში შესვლა, რა თქმა უნდა, უფასოა. კათედრალის შიგნით მინის ფანჯრები დაგხვდება, რომელიც ჩეხი არტ-ნუვოს სტილის წარმომადგენელი მხატვრის, ალფონს მუხას მოხატულია. არტისტი მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში მოღვაწეობდა.
5. არ გამოგრჩეთ ზიგმუნდ ფროიდის ქანდაკება
სანამ პრაღის ძველი ქალაქის შესწავლას დაასრულებთ, რამდენჯერმე ცასაც ახედეთ და თვალიერება-თვალიერებაში შესაძლოა ფსიქოანალიზის მამასაც გადაეყაროთ, რომელიც შესაძლოა უცებ ვერც იცნოთ.
აღნიშნული ქანდაკება ჩამოკიდებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც თავს იკლავს. ტურისტებსა და მოქალაქეებს ის ხშირად შეშლიათ სუიციდის შემთხვევებში და როგორც ადგილობრივ საგანგებო მდგომარეობის სამსახურში ამბობენ, ხშირად მიუღიათ ზარები მის შესახებ.
ქანდაკება იმდენად პოპულარულია, რომ ის გამოფენილი იყო ბერლინში, ჩიკაგოსა და ლონდონში. ტურისტები ორიგინალური კადრებისთვის ხშრად პოზირებენ ქანდაკების წინ.
6. გასინჯე პრაღის ცნობილი ლუდი. ჩეხები ირწმუნებიან, რომ მსოფლიოში საუკეთესო ლუდი ჩეხურია. მათი სიტყვების შესამოწმებლად საუკეთესო გზა კი პრაღაში სტუმრობა და ამ ლუდის გასინჯვაა! და რატომაც არა? თუ ზოგი პარიზში ფინჯანი ყავის გასასინჯად მიდის, პრაღაში ლუდის დასაგემოვნებლად გადაფრენაც არაა პრობლემა.ჩეხური ლუდის უმრავლესობა ღია ფერისაა და ისინი ხელით დაკრეფილი სვიით მზადდება. ადგილობრივები უპირატესობას ზუსტად ასეთ ლუდს ანიჭებენ. ქალაქში ლუდის მუზეუმიც კი არსებობს, სადაც 31-ზე მეტი სახეობის ლუდის დაგხვდებათ, არჩევა რომ გაგიჭირდეთ.
#prague
#traveladvices
#discover
#travel
#czechrepublic
#czechbeer
#castleofprague
#pragueoldtown
#zigmundfreudstatue
#astronomicclockofprague
ატვირთვის თარიღი: 2024-06-20