დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები/ბლოგი

საოჯახო მეღვინეობა "ლილეო"

  175

საქართველოს ყველა კუთხეს თავისებური ხიბლი აქვს. გეპატიჟებით კახეთში,  ღვინის სამშობლოში. ქალაქის ხმაურისაგან შორს, მაგრამ დედაქალაქთან ახლოს, წყნარ და მყუდრო საოჯახო მარანში "ლილეო"
"ლილეო" ძველ ქართულად ნიშნავს მზეს. მზის გარეშე არ არის ყურძენი, არ არის გემო და არ არის კარგი ღვინო. 2020 წლიდან, "ლილეო" არის საოჯახო მეღვინეობა, რომელიც სტუმრებს სთავაზობს უნიკალურ გამოცდილებას. საგარეჯოს გულში მდებარე ჩვენი სახლი და მარანი წარმოადგენს ჩვენი ოჯახის მემკვიდრეობას.
მას შემდეგ, რაც გადავედით ხმაურიანი ქალაქიდან ჩვენს წინაპართა სახლში,  ჩავდეთ მთელი ჩვენი ენერგია და რწმენა ღვინის მარანის საკუთარი ხელებით აღსადგენად. ეს მოგზაურობა ჩვენი მემკვიდრეობის პატივისცემის და მეღვინეობის სიყვარულის გაზიარების გზაა, რომელიც თაობებს შორის გადადის. ლილეოში, ყოველი ბოთლი ღვინო მოგვითხრობს ისტორიას
აქ თქვენ დაგხვდებათ მზიანი, გულიანი და ლაღი გარემო. ჩვენი ხელით დაწურული ტრადიციული ქართული მეთოდით და ევროპული მეთოდით დაყენებული ღვინო. 
ნატრურალური, ადგილობრივი პროდუქტებით, ადგილზე  მომზადებული ტრადიციული უგემრიელესი კერძები, რომელთა მომზადების პროცესის თვალის დევნებას ადგილზე შეძლებთ.
შესაძლებლობა გექნებათ მოისმინოთ "ლილეო"ს დაარსების და ჩვენს ოჯახში მეღვინეობის მრავალწლოვანი ტრადიციის ისტორია. ასევე თავი იგრძნოთ ჩვენი დიდი ოჯახის წევრებად და მოიწყოთ დაუვიწყარი ტური.

 

#cradleofwine

#georgia

#wine

#winemaking

ატვირთვის თარიღი: 2024-02-22

arrow