დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები/ბლოგი

გოთიკური ტური

  123

გეოგრაფიული მრავალფეროვნება

ჩეხეთი და შვეიცარია - ორი უნიკალური ქვეყანა, რომლებიც ევროპის გულში მდებარეობს. მათ აერთიანებთ მთების მშვენიერი პეიზაჟები, ბალნეოლოგიური კურორტები და გოთიკური ტიპის არქიტექტურა.

ჩეხეთი: ბუნება, არქიტექტურა და ლუდი

ჩეხური არქიტექტურა ცნობილია თავისი ბაროკოსა და გოთური ეკლესიებით. მაგალითად, წმინდა ვიტუსის ტაძარი, რომელიც მდებარეობს პრაღის ციხის შიგნით, შთაბეჭდილებას ახდენს თავისი მასშტაბებითა და სილამაზით. მისი მაღალი გოთური კედლები და ვიტრაჟები განასახიერებს შუა საუკუნეების არქიტექტურის სიდიადეს.

გიგანტური მთები. ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლესი მთა, რომელიც გადაჭიმულია პოლონეთის საზღვართან. აქ ნახავთ ულამაზეს დათოვლილ მთის მწვერვალებს, კრისტალურად სუფთა ტბებს და თვალწარმტაცი ხეობებს.

ლუდის აბაზანები პოპულარულია ჩეხეთის რესპუბლიკაში, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ლუდის აბაზანაში ჩაძირვა და კანისთვის მისი სარგებლიანობით სარგებლობა.

შვეიცარია: ალპური ზღავარი

შვეიცარია  მშვიდობისა და სამთო-სათხილამურო  ქვეყანაა. მისი მთიანი პეიზაჟები,შეუდარებელი ბუნება, საათების წარმოება, უნიკალური გასტრონომია - ეს ის თვისებებია, რომლებიც მას გამოარჩევენ.

უნგრეთი:მისტიკით სავსე ქვეყანა

უნგრეთი ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი და ლამაზი ქვეყანაა ცენტრალურ ევროპაში, რომელიც იზიდავს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან. უნგრეთი ცნობილია არა მხოლოდ თავისი თერმული წყლებით და ულამაზესი კურორტებით, არამედ თავისი ცოცხალი ისტორიითა და კულტურით, არქიტექტურული და ბუნებრივი ატრაქციონებით, ღვინის ქარხნებითა და ადგილობრივი სამზარეულოთი.

თურქეთი: ზღაპრული ადგილი

თურქეთი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი. აქ არა მხოლოდ ლამაზი პლაჟები და უნიკალური ბუნებაა. ქვეყანას აქვს მდიდარი ისტორია, რაც აისახება მის არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებში და ზოგიერთი ძეგლი ბევრად უფრო ძველია, ვიდრე ეგვიპტის პირამიდები. მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ორი ასევე მდებარეობს თურქეთში.

დასკვნა

ოთხი განსხვავებული ქვეყნები რომლებსაც ბევრი საერთო გააჩნიათ ნამდვილად შთააგობენ ადამიანს მოგზაურობასა და დასვენებისათვის იქნება ეს ბალნეოლოგიური, ეკო თუ შემეცნებითი ტიპის მოგზაურონა!

 

დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ლინკს

ავტორი: მედეა კიკნაძე

 

ატვირთვის თარიღი: 2024-12-24

arrow