დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

აღმოაჩინე ტაო-კლარჯეთი

საქართველოში

  4372

470 Gel

   ტაო-კლარჯეთი ტერიტორიულად მოიცავს მდინარე ჭოროხის აუზს. აქ მდებარეობს შუა საუკუნეების ქართული კულტურის გამორჩეული ძეგლები, რომელთა დიდი ნაწილი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი თუმცა მაინც ინარჩუნებს თავის სიდიადეს. თითოეულ ძეგლთან მისასვლელ გზაზე საოცარი ხედები იშლება.

ტურის სახეობა:  კულტურული, შემეცნებითი, ისტორიული

ღირებულებაში შედის: 

•             კომპანია აღმოაჩინე საქართველოს სერვისი-ტურის დაგეგმარება და კოორდინირება

•             ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით (მძღოლისა და საწვავის ხარჯები)

•             ისტორიათმცოდნე გიდის მომსახურეობა

•             სასტუმროში განთავსება

•             ორჯერადი კვება

•             ერთი ბოთლი წყალი თითო მონაწილეს ყოველდღე

ღირებულებაში არ შედის“

დამატებითი კვება ტურის განმავლობაში

თბილისიდან გასვლის დრო და ადგილი: 06:00 სთ, ველოსიპედის ძეგლი                                                         

მოსანახულებელი ისტორიულ-კულტურული ძეგლები:

  • პირველი დღე:

შავშეთის ციხე - თავისი მასშტაბით ეს ციხე გამორჩეულია შავშეთის რეგიონში.

ხანძთის მონასტერი - მე-8 საუკუნეში კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის სულისჩამდგმელის, გრიგოლ ხანძთელის მიერ აგებული სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ძნელად მისადგომ კლდეზე მდებარეობს, რაც მონასტერს კიდევ უფრო უნიკალურს ხდის.(წვიმიან ამინდში ვერ მოვინახულებთ)

დოლისყანა - მდებარეობს მდინარე არტანუჯისწყლისა და იმერხევის შესართავთან, ჰამამლის დასახლებაში, დღესდღეობით ტაძარი საკმაოდ დაზიანებულია.

დაბინავება სასტუმროში და ვახშამი (უგემრიელესი კალმახი)

  • მეორე დღე:

ოთხთა სამონასტრო კომპლექსი -დიდებული და იდუმალი ტაძარი, სამნავიანი ბაზილიკა, ტყის პირას, მდინარე ჭოროხის ხეობაში  მდებარეობს.

ხახულის მონასტერი  - მდინარე თორთუმისწყლის ერთ-ერთ გვერდითა ხეობაში, დღესდღეობით ის მოქმედი მეჩეთია, თუმცა საკმაოდ კარგადაა შემონახული

ოშკი - წმ.იოანე ნათლიმცემლის სახელობის X  საუკუნის 50-60 იანი წლების უმნიშვნელოვანესი ქართული სამონასტრო ცენტრი, სოფელ ჩემლიამაჩში, საკმაოდ დაზიანებულია და რესტავრაციის მოლოდინშია.

თორთომის ჩანჩქერი და ტბა - ჭოროხის ხეობაში მიწისძვრის შედეგად წარმოიქმნა, გარშემორტყმულია კლდეებით და დღის განმავლობაში სხვადასხვა ფერი გადაჰკრავს.

სასტუმროში დაბრუნება და ვახშამი  

  • მესამე დღე:

იშხანი-მდებარეობს სოფელ იშხანში, ისტორიულ მხარე ამიერტაოში, ტაძარი კარგ მდგომარეობაშია, რადგან  2016 წელს ჩაუტარდა რესტავრაცია.

ბანა - ბანას ტაძარი იყო წრეში ჩახაზული ტეტრაკონქი, დღეს ტაძრისგან შემორჩენილია მხოლოდ პირველი და მეორე სართულის მცირე ფრაგმენტები რაც საკმაოდ ემოციური სანახავია.

ქაჯეთის ციხე- ვეფხისტყაოსნის" ქაჯეთის ციხის პროტოტიპი, ციხეს გარს აკრავს მასიური გალავანი და გადაჰყურებს ხეობას. 

გამგზავრება თბილისის მიმართულებით  

აუცილებლად გასათვალისწინებელი!

ტურის სრული თანხა ირიცხება წინასწარ.

18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საჭიროა დაბადების მოწმობა და ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა მშობლებისგან ქართულ და ინგლისურ ენაზე.

ტურის ყველა მონაწილეს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი (სასურველია ორივე)(მოქმედების ვადა მინიმუმ 6 თვე).

პასპორტთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში თუ საზღვარს ვერ გადაკვეთთ, უკან თქვენი ხარჯებით ბრუნდებით, თანხა უკან არ გიბრუნდებათ.

ტურისტული ობიექტების გადანაწილება შესაძლებელია მოხდეს ტურის მსვლელობის ან ამინდის საჭიროების მიხედვით გიდისა და მძღოლის შეთანხმებით. 

 

ატვირთვის თარიღი:



wishlistსურვილების სიაში დამატება

arrow