დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

SALE

იტალია/საფრანგეთი

მსოფლიოში

  1655

2690 2543 Gel

იტალია - საფრანგეთი

11 ღამე/12 დღე

მილანი –(ტბა მაჟორე)– ბოლონია -(ვენეცია) - ფლორენციაგენუანიცა - (მონტე-კარლო) – დიჟონიპარიზი  – ლუარის ციხესიმაგრეებიბურჟიჟენევა - მილანი

გამგზავრების თარიღები: 15.06, 13.07, 03.08, 21.09.2024

1 დღე. (კვირა) მილანი

ჩაფრენა მილანში. აეროპორტში კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა, რომელსაც ხელში ეჭირება წარწერა Europe Voyage. მხოლოდ ადრეული რეისით ჩაფრენილთათვის შესაძლებელია დაორგანიზდეს სურვილისამებრ ექსკურსია: მოგზაურობა მაჟორეს ტბაზე ნავით, ვიზიტი ისოლა ბელაში თავისი საოცარი ბოტანკურ ბაღით და ბორომეოს ჰერცოგის სასახლეში. ტრანსფერი და სასტუმროში  განთავსება. ღამისთევა სასტუმროში.

2 დღე. (ორშაბათი) ბოლონია

საუზმე სასტუმროში. გადასვლა ბოლონიაში. მიმოხილვითი ექსკურსია ბოლონიაში. თავისუფალი დღო. სასტუმროში განთავსება ბოლონიის მიმდებარე ტერიტორიაზე. ღამისთევა სასტუმროში.

3 დღე. (სამშაბათი) ვენეცია.

საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო. სურვილისამებრ მოეწყობა ექსკურსია ვენეციაში. ვენეცია არის გამორჩეული ქალაქი თავისი სილამაზით. თქვენ გელოდებათ მიმოხილვითი ექსკურსია ქალაქში მეგზურთან ერთად. ასევე გექნებათ შესაძლებლობა ნახოთ სან მარკოს მოედანი, სან მაროს ბაზილიკა, კამპანილე- ყველაზე მაღალი შენობა ვენეციაში. და, რა თქმა უნდა, არ დაივიწყოთ გონდოლები - ტრანსპორტის ეგზოტიკური ფორმა ვენეციაში, რომელზედაც თქვენ აუცილებლად გადაინაცვლებთ ვენეციის რესპუბლიკის შორეულ წარსულში. სურვილისამებრ მოეწყობა ექსკურსია წმ. მარკის ტაძარში და ასევე წმ. ლაზერეს კუნძულზე. დაბრუნება სასტუმროში. ღამისთევა სასტუმროში.

4 დღე.(ოთხშაბათი) ფლორენცია-გენუა

საუზმე სასტუმროში. გადასვლა ფლორენციაში. ფლორენცია-არის ერთ-ერთი უმსხვილესი და თავისი სილამაზით გამორჩეული იტალიური ქალაქი, რომელიც ატარებს რენესასნსის სამშობლოს სახელს. აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები როგორიცაა ლეონარდო და ვინჩი, დანტე, მიქელანჯელო და სხვა. მიმოხილვითი ექსკურსია ფლორენციის ისტორიულ ცენტრში რუსულენოვან მეგზურთან ერთად (სინიორის მოედანი და პიაცოლა ვეკო, მიქელანჯელოს, მაკიაველის და გალილეოს სამარხების მონახულება. თავისუფალი დრო. გადასვლა გენუაში. გასეირნება გენუაში. განთავსება სასტუმროში. ღამისთევა სასტუმროში.

5 დღე. (ხუთშაბათი) გენუა-ნიცა-(მონტე-კარლო)

საუზმე სასტუმროში. გადასვლა ნიცაში, ფრაგონის ფარფიუმერიის ქარხნის მონახულება. სურვილისამებრ შემოთავაზებული იქნება ექსკურსია მონტე-კარლოში (მონაკოს სამეფო). მონაკოს ძველი ციხე-სიმაგრე ისტორიული ფილმის დეკორაციას ჰგავს, ნამდვილი პრინცითა და მცველებით. მსოფლიოს ყველაზე ცნობილ კაზინოში შეგიძლიათ დადოთ პატარა ფსონი და თავი იგრძნოთ როკფელერად. სასტუმროში განთავსება. ღამისთევა ნიცას სასტუმროში.

6 დღე.(პარასკევი) დიჟონი

საუზმე სასტუმროში. გადასვლა დიჟონში. თავისუფალი დრო. ქალაქი დიჟონი მდებაორებს მდინარე უშ-ზე, ბურგუნდიის დედაქალაქი-ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი საფრანგეთში. ქალაქი რომელიც ატარებს ხელოვნებისა და საოცარი არქიტექტურის სახელს. ისტორიული ცენტრში გასეირნება მეგზურის თანხლებით. შემეცნებით ექსკურსია ჰერცოგ ბურგუნდის სასახლეში, ღვთისმშობლის ტაძარში „სენ-მიშელის“. დიჟონის სასტუმროში განთავსება. თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტუმროში.

7 დღე. (შაბათი) პარიზი

საუზმე სასტუმროში. გადასვლა პარიზში. მიმოხილვითი ექსკურისა ქალაქში ავტობუსით, სადაც გვექნება შესაძლებლობა დავტკბეთ ლუვრით, ბასტილიის მოედანი, ოპერა, ნოტრ დამის საკათედრო ტაძარი და სხვა. ფრაგონის საპარფიუმერო ქარხანა. თავისუფალი დრო. სურვილისამებრ მოეწყობა ექსკურსია ნოტრ დამში და ლათინურ კვარტალში სადაც დუელების დროს იბრძობდნენ მუშკეტერები. გექნებათ შესაძლებლობა ნახოთ ცნობილი საბრნობის უნივერსიტეტი, ლუქსემბურგის ბაღები შადრევნებითა და თერთი მარმარილოთიი დამშვენებული.

8 დღე.(კვირა) პარიზი

საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დღე. სურვილისამებრ დღის პირველ ნახევარში შესაძლებელია დაიგეგმოს ექსკურსია ვერსალში და მონმარტში - ყველაზე მაღალი წერტილი პარიზში. დღის მეორე ნახევარში სურვილისამებრ ექსკურსია მსოფლიოში ცნობილ ლუვრის მუზეუმში და კრუიზი სენაზე. გთავაზობთ სურვილისამებრ ვიზიტი საღამოს შოუში მულენ რუჟის კაბარეში და ღამის ტური პარიზში. დაბრუნება სასტუმროში. ღამისთევა სასტუმროში. ღამისთევა სასტუმროში.

9 დღე. (ორშაბათი) ლუარ-ბურჟის ციხესიმაგრეები

საუზმე სასტუმროში. სასტუმროდან გამოსვლა. გამგზავრება ლუარის ხეობაში. ლუარის მიმდებარედ ერთ-ერთ ლამაზ წყაროსთან საპატიო ადგილასაა აშენებული ციხესიმაგრეები და თითოეულს თავისი ისტორია აქვს. ვეწვევით 2 კოშკს. განთავსება სასტუმროში ბურჟის მიმდებარედ. ღამსთევა სასტუმროში.

10 დღე. (სამშაბათი) ჟენევა (შვეიცარია)

საუზმე სასტუმროში. გადასვლა ჟენევაში. თავისუფალი დრო. ღამისთევა ჟენევის მიმდებარე ტერიტორიაზე.

11 დღე. (ოთხშაბათი) მილანი

საუზმე სასტუმროში. გადასვლა მილანში. განთავსება სასტუმროში. თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტუმროში.

12 დღე. (ხუთშაბათი) მილანი

საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი აეროპორტში.

ტურის ღირებულება

930 ევრო ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში

1400 ევრო ერთ ადამიანზე ერთ ადგილიან ნომერში

ღირებულებაში შედის:

  • 3* სასტუმროში განთავსება (დილის საუზმე)
  • ჯგუფუ ტრანსფერი აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი (მალპენსას ყველა რეისისათვის)
  • ტრასნსპორტირებით უზრუნველყობა რუსულენოვან გამყოლთან ერთად.
  • ექსკურსიები რუსულენოვან ლიცენზირებულ: მილანი, ბოლონია, ფლორენცია და პარიზი
  • მეგზურთან ერთად  გასეირნება რუსულენოვან მეგზურთან ერთად : გენუა, დიჟონი

დამატებითი ექსკურსიები (არ შედის ღირებულებაში)

  • ტბა მაჟორე -  60 ევრო (ნავი შედის საფასურში)
  • სასახლეში და ბოტანიკურ ბაღში შესასვლელი ბილეთი „ისოლა ბელა“ - 25 ევრო
  • ვენეციაში ექსკურსია -  65 ევრო
  • ექსკურსია მონტე-კარლოში - 70 ევრო
  • ექსკურსია ნოტერ დამში და ლათინურ კვარტალში - 40 ევრო
  • ექსკურსია ვერსალში - 60 ევრო + 23 ევრო შესასვლელი ბილეთი
  • ექსკურსია მონმარტში - 40 ევრო
  • ექსკურსია ლუვრში მეგზურთან ერთად 50 ევრო + შესავლელი ბილეთი 25 ევრო
  • ღამის პარიზი - 40 ევრო
  • ნავით გასეირნება სენაზე პარიზში - 20 ევრო
  • ვახშამი და საღამოს შოუ მულენ რუჟის კაბარეში, (ფასი დამოკიდებულია შერჩეული პროგრამის მიხედვით)
  • ლუარის ციხესიმაგრეები: შამბორის ციხესიმაგრე - 21 ევრო, შენონსოს ციხესიმაგრე - 20 ევრო

ადგილზე აუცილებლად გადასახდელი:

  • ყურსასმენები მთელი მოგზაურობის განმავლობაში - 20 ევრო
  • გადასახადი სასტუმროებში (City Tax)
  • ვენეციაში დიდი ახრი - უკანა გზა ჯუდეკას არხი - 25 ევრო    

დამატებითი ინფორმაცია:

  • ფასდაკლება ნომერში მე-3 ადამიანის შემთხვევაში - 25 ევრო
  • დამატებითი ღამე მილანში (პროგრამის დაწყებამდე ან პროგრამის შემდეგ):

1 ადამიანზე - ორ ადგილიან ნომერში 60 ევრო/1 ღამე;

1 ადამიანზე - ერთ ადგილიან ნომერში 65 ევრო/1 ღამე

  • ბერგამოს აეროპორტიდან ტრანსფერი - 55 ევრო/ 1 ადამიანზე - 1 გზა
  • ავტობუსში პირველი რიგის დანამატი 55 ევრო, მეორე რიგი 45 ევრო, მესამე რიგი 35 ევრო - კაცზე, ნებისმიერი სხვა რიგის გარდა პირველი სამისა - 15 ევრო / ადამიანი
  • ტურში მონაწილეობა არ შეუძლიათ 4 წლამდე ასაკის ბავშვებს
  • იმ შემთხვევაში, თუ პროგრამაში მითითებულია ერთი და იმავე კატეგორიის ორი ან მეტი სასტუმრო, Europe Voyage იტოვებს უფლებას გააკეთოს საბოლოო არჩევანი იმ სასტუმროზე, სადაც ტურისტი დარჩება.
  • გამოფენების პერიოდში შესაძლებელია მგზავრების განთავსება გარეუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სასტუმროებში.
  • ტექნიკური მიზეზების გამო შესაძლებელია ექსკურსიების თანმიმდევრობისა და მარშრუტის შეცვლა.
  • ჯგუფური ტრანსფერი გათვალისწინებულია მხოლოდ პროგრამის დაწყების და დასრულების დღეს. დამატებითი ღამეების დაჯავშნისას უნდა დაჯავშნოთ ინდივიდუალური ტრანსფერი ან ტურისტებმა თავად უზრუნველყონ ტრანსპორტით გადაადგილება. 

 

ღირებულებაში არ შედის ავიაბილეთი და დაზღვევა, რომელიც შეგიძლიათ თავად უზრუნველყოთ ან ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით.

Discover Georgia გახლავთ IATA_ აკრედიტირებული აგენტი და გთავაზობთ მთელი მსოფლიოს მიმართულებებით ავიაბილეთების 24 საათიან მომსახურებას. 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით. 

საუკეთესო სურვილებით,

Discover Georgia

 

ატვირთვის თარიღი: 2024-05-09



wishlistსურვილების სიაში დამატება

arrow