რუსთაველის გამზირის არქიტექტურა
ტურის ღირებულება თითო ადამიანზე: 25 ლარი
ტურის ხანგრძლივობა: 3 საათი
ტურის სახე: კულტურული/ შემეცნებითი
ღირებულებაში შედის:
- კომპანია „აღმოაჩინე საქართველო“-ს სერვისი - ტურის დაგეგმარება და კოორდინირება
- კომპანიის წარმომადგენელი _ ჯგუფის კოორდინატორი/გამყოლი
- გიდის მომსახურება
დამატებითი მომსახურეობა (ღირებულებაში არ შედის):
- სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში შესასვლელი ბილეთები: მოსწავლე 2 ლარი; ზრდასრული_15 ლარი.
- ციფრული მუზეუმი: ფასი: მოსწაველე 13-17 ლარის ფარგლებში დამოკიდებულია სივრცესა და დღეზე; ზრდასრული: 13-22 ლარის ფარგლებში; მასწავლებელი _ უფასო.
- საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში შესასვლელი ბილეთები: მოსწავლე 0.50 ლარი; ზრდასრული 10 ლარი; გიდის მომსახურება 10 ლარი.
- თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში შესასვლელი ბილეთები: მოსწავლე 20 ლარი; ზრდასრული 40 ლარი.
- სადილი 17 ლარი თითო ადამიანზე
მარშრუტი
თბილისი
- 10:00 თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან შეკრება
- თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი (ზოგადი მიმოხოლვა)- თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მშენებლობა 1847 წელს დაიწყო და ოთხი წლის განმავლობაში შენდებოდა. 1851 წელს ოპერის თეატრი საზეიმოდ გაიხსნა.
- რუსთაველის თეატრი (ზოგადი მიმოხილვა) - თეატრი კორნელი ტატიშჩევისა და ალექსანდრე შიმკევიჩის პროექტის მიხედვით ეკლექტიზებულ ბაროკოს სტილში 1899-1901 წლებში "არტისტული საზოგადოებისათვის" აშენდა.
- ქაშუეთის ეკლესია (დათვალიერება) - აგებულია 1904-1910 წლებში ძველი ეკლესიის ადგილზე.VI საუკუნის I ნახევარში, ანტიოქიის ეკლესიიდან ქრისტიანული სარწმუნოების განსამტკიცებლად ქართლში ცამეტი ასურელი მამა შემოვიდა. ასურელ მამათა შორის ერთ-ერთმა, მამა დავითმა სამოღვაწეოდ თბილისი აირჩია.
- ციფრული მუზეუმი -(სურვილის შემთხვევაში მუზეუმის შიგნიდან დათვალიერება) მუზეუმის ციფრულ სამყაროში არის 4 სივრცე: წყალქვეშა სამყარო, გალაქტიკები, ხელოვნების ეპოქა, შემეცნებითი სივრცე.
- საქართველოს პარლამენტის შენობა და 9 აპრილის მემორიალის ზოგადი მიმოხილვა საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.
- სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი (სურვილის შემთხვევაში მუზეუმის შიგნიდან დათვალიერება) საქართველოს ისტორიისა და ბუნების ცენტრალური მუზეუმი, რომელიც დაარსდა 1919 წელს თბილისში კავკასიის მუზეუმის ბაზაზე საქართველოს მუზეუმის სახელწოდებით.
- საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი (სურვილის შემთხვევაში მუზეუმის შიგნიდან დათვალიერება)- მუზეუმში დაცულია საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის პერიოდთან (1921-1991 წწ.) დაკავშირებული მასალები, რომელთა უმრავლესობა მოპოვებული იქნა უშიშროების არქივიდან.
- თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (მუზეუმის შიგნიდან დათვალიერება) - ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, რომელიც გაიხსნა 2012 წლის 29 თებერვალს თბილისში. მუზეუმს სახელი ეწოდა საბჭოთა და ქართველი მხატვარისა და მოქანდაკის ზურაბ წერეთლის საპატივცემულოდ.
- თბილისის საკრებულოს, ყოფილი მერიის შენობა (ზოგადი მიმოხილვა)-თბილისის საკრებულოს შენობა XIX საუკუნის დასაწყისშია აგებული.
- სადილი რესტორანში „2 ტონა"
- ტურის დასასრული
ატვირთვის თარიღი: