ტური არის შემეცნებითი, კულტურული და გასართობი ხასიათის;
მოცემული ტურები არ არის შაბლონური ხასიათის, კომპანიას შეუძლია ორგანიზება გაუკეთოს ნებისმიერ მოთხოვნილ მარშრუტს და გაითვალისწინოს სკოლის ნებისმიერი დამატებით საჭიროება თუ მოსაზრება.
ფასები მითითებულია ლარებში, და მოიცავს შემდეგ მომსახურეობებს:
- ტრანსპორტი
- გიდი/ანიმატორი
- მუზეუმების ბილეთები და ადგილობრივი გიდები
- დაზღვევა
ასევე დამატებითი მომსახურების სახით შეგვიძლია შემდეგი მომსახურეობების შეთავაზება:
- ლანჩი
- ფოტო/ვიდეო ოპერატორის მომსახურეობა
ვარიანი
- ი.გოგებაშვილის სახლმუზეუმი - ვარიანი, იაკოგ გოგებაშვილი სახლ-მუზეუმი, რომელიც დედა ენის ავტორია; განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და მის საქმიანობაში. იგი ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან და სხვა უამრავ საზოგადო მოღვაწესთან ერთად იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და თავდაუზოგავი რუსეთის იმპერიული ზრახვების წინააგმდეგ ბრძოლაში.
- ვარიანის ღვთისმშობლის ეკლესია - ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს აღნიშნულ ეკლესიაზე დასახელებად მითითებული აქვს - "ღვთისმშობელის შობის ეკლესია”
ატვირთვის თარიღი: