ტური არის შემეცნებითი, კულტურული და გასართობი ხასიათის;
მოცემული ტურები არ არის შაბლონური ხასიათის, კომპანიას შეუძლია ორგანიზება გაუკეთოს ნებისმიერ მოთხოვნილ მარშრუტს და გაითვალისწინოს სკოლის ნებისმიერი დამატებით საჭიროება თუ მოსაზრება.
ფასები მითითებულია ლარებში, და მოიცავს შემდეგ მომსახურეობებს:
- ტრანსპორტი
- გიდი/ანიმატორი
- მუზეუმების ბილეთები და ადგილობრივი გიდები
- 1 ბოთლი წყალი ყველა მონაწილეს
ასევე დამატებითი მომსახურების სახით შეგვიძლია შემდეგი მომსახურეობების შეთავაზება:
- ლანჩი
- ფოტო/ვიდეო ოპერატორის მომსახურეობა
ბოლნისი
- ბოლნისის სიონი ისევე, როგორც საერთოდ ადრინდელი ფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურა, გამოირჩევა ინტერიერის მკაცრი მონუმენტურობით - მთავარი ყურადღება შიგა სივრცის მხატვრულ გადაწყვეტას ექცევა.
- წუღრუღაშენი — XIII საუკუნის ქართული მართლმადიდებლური გუმბათოვანი ტაძარი ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ბოლნისის სიონიდან ორიოდ კმ-ზე, მდ. ბოლნისისწყლის მარჯვენა ნაპირას, მთის ფერდზე. ეკლესიის წარწერებში მოხსენებულია გიორგი მეფე.
ატვირთვის თარიღი: