ტური არის შემეცნებითი, კულტურული და გასართობი ხასიათის;
მოცემული ტურები არ არის შაბლონური ხასიათის, კომპანიას შეუძლია ორგანიზება გაუკეთოს ნებისმიერ მოთხოვნილ მარშრუტს და გაითვალისწინოს სკოლის ნებისმიერი დამატებით საჭიროება თუ მოსაზრება.
ფასები მითითებულია ლარებში, და მოიცავს შემდეგ მომსახურეობებს:
- ტრანსპორტი
- გიდი/ანიმატორი
- მუზეუმების ბილეთები და ადგილობრივი გიდები
- დაზღვევა
ასევე დამატებითი მომსახურების სახით შეგვიძლია შემდეგი მომსახურეობების შეთავაზება:
- ლანჩი
- ფოტო/ვიდეო ოპერატორის მომსახურეობა
გორი
- უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით , მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას.
- ატენის სიონი — VII საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. მდებარეობს ატენის ხეობაში, მდ. ტანას მარცხენა ნაპირას, ფრიალო კლდის კიდეზე, საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზე. ტაძარი ცენტრალურ-ჯვარ-გუმბათოვანია ტეტრაკონქის ტიპის, ნაგებია მომწვანო-მონაცისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრებით, გამოყენებულია სხვა ფერის ქვებიც.
ატვირთვის თარიღი: