ტური არის შემეცნებითი, კულტურული და გასართობი ხასიათის;
მოცემული ტურები არ არის შაბლონური ხასიათის, კომპანიას შეუძლია ორგანიზება გაუკეთოს ნებისმიერ მოთხოვნილ მარშრუტს და გაითვალისწინოს სკოლის ნებისმიერი დამატებით საჭიროება თუ მოსაზრება.
ფასები მითითებულია ლარებში, და მოიცავს შემდეგ მომსახურეობებს:
- ტრანსპორტი
- გიდი/ანიმატორი
- მუზეუმების ბილეთები და ადგილობრივი გიდები
- დაზღვევა
ასევე დამატებითი მომსახურების სახით შეგვიძლია შემდეგი მომსახურეობების შეთავაზება:
- ლანჩი
- ფოტო/ვიდეო ოპერატორის მომსახურეობა
დავითგარეჯა, სიღნაღი
- დავითგარეჯა — ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ.
- სიღნაღი - უდიდესი პოპულარობით და მნახველთა სიმრავლით სარგებლობს ქალაქი სიღნაღი. მისი არქიტექტურა, ლამაზი ქუჩები და შესანიშნავი ხედები გულგრილს არავის ტოვებს. მას სიყვარულის ქალაქსაც უწოდებენ.
ატვირთვის თარიღი: