დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

შიდა, შემომყვანი ტურიზმის მენეჯერის სასერტიფიკატო კურსი

სასწავლო ცენტრი

  7802

1000 Gel

შიდა, შემომყვანი ტურიზმის მენეჯერის სასწავლო კურსი

შენ უკვე სწორ ადგილას მოხვდი!

კეთილი იყოს შენი მობრძანება Discover Georgia-ს სასწავლო ცენტრში.

"სად დავსაქმდები აღნიშნული კურსის წარმატებით გავლის შემდეგ?" 

გაქვს შესაძლებლობა:

  • - დასაქმდე მოქმედ ტურისტულ კომპანიაში და გახდე შიდა, შემომყვანი ტურების მენეჯერი
  • - თავად წამოიწყო შენი ტურისტული ბიზნეს საქმიანობა
  • - დამოუკიდებლად დაგეგმო შენთვის სასურველი მოგზაურობა მთელი საქართველოს მასშტაბით
"რატომ Discover Georgia-ს სასწავლო ცენტრი?" 
  • - აქ გაივლი სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას, თანამედროვე და გამოცდილი სწავლის მეთოდებით
  • - ჩვენი სასწავლო კურსი აგებულია რეალური ტურისტული კომპანია Discover Georgia-ს სამუშაო მასალებსა და გამოცდილებაზე - შენ გაეცნობი ტურისტული კომპანიის "შიდა სამზარეულოს" და ისწავლი იმას , რასაც სხვაგან არ გასწავლიან
  • - ტრენინგში ჩართული ყველა ლექტორი პროფესიონალია თავისი საქმის და ყოველდღიური, აქტიური შეხება აქვს ტურიზმის ინდუსტრიასთან, არსებული სერვისის მომწოდებლებთან და უშუალოდ ტურისტებთან 
"ვის შეუძლია გაიაროს აღნიშნული სასწავლო კურსი?"
  • - სტუდენტებს (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი)
  • - შიდა, შემომყვანი ტურიზმით დაინტერესებულ პირებს
  • - ტურიზმის სფეროში ჩართულ ადამიანებს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით

კურსის მონაწილეები პრაქტიკულად სწავლობენ და ეცნობიან შემდეგ თემებსა და საკითხებს:

  • - შიდა, შემომყვანი ტურიზმის არსი
  • - შიდა, შემომყვანი ტუროპერატორის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები
  • - საქართველოს რეგიონების ტურისტული პოტენციალის წარმოჩინება, არსებული ინფრასტრუქტურისა და ტურისტული შესაძლებლობების ანალიზი
  • - ოფიციალური კორესპონდენცია
  • - შიდა შემომყვანი ტურისტული კომპანიების ტურისტული ბაზრის კვლევა/ანალიზი
  • ინდივიდუალური და ჯგუფური ტურის ფორმირების პრეზენტაცია.
  • - ფორმირებული ტურ-პაკეტის ხარჯთაღრიცხვა, ტურის ბიუჯეტირება (Excel-ის ფორმატში მუშაობა)
  • - ფორმირებული ტურ-პაკეტის დახვეწა, საჭირო საინფორმაციო ხასიათის დეტალების დამატება
  • - სერვისის მომწოდებელთა ბაზების შემუშავება: სასტუმროები, კვების ობიექტები, მუზეუმები, მძღოლები, გიდები და სხვა
  • -ბიზნეს კომუნიკაციის ხელოვნება (წერილობითი, სატელეფონო და ბიზნეს შეხვედრა)
  • - ფორმირებული ტურ-პაკეტის მარკეტინგული კამპანიის მომზადება. ციფრული მარკეტინგის სპეციფიკის შესწავლა: ელექტრონული ფოსტა, სოციალური ქსელები, დაჯავშნის სისტემები, ვებ-გვერდი.
კურსის ხანგრძლივობა: 4 კვირა
ფორმატი: რეალურ სივრცეში
გარემო: ემოციურად ინტელექტუალური და პროფესიონალური 

კურსის ღირუბულება:  1000 ლარი

კურსის დასაწყისი: 09.09.2024

კურსის დასასრული: 27.09.2024

- კურსის საფასურის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად.

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი (Eng) და წარმატებით დასაქმების მიზნით გაეწევათ რეკომენდაცია წამყვან ტურისტულ კომპანიებში.

ისარგებლე დამატებითი 10% ფასდაკლებით თუ ხარ:

  • - კომპანია "Discover Georgia"-ს სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებული
  • - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ტურიზმის პროგრამის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
  • - გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ერთობლივი ინიციატივის, ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერი კომპანიის წარმომადგენელი

დარეგისტრირდი და გახდი პროფესიონალი: 

Discover Georgia ზრდის პროფესიონალ კადრებს! 

ატვირთვის თარიღი: 2022-11-07



wishlistსურვილების სიაში დამატება

arrow